ბიზნესისთვის საჭირო ჰიგიენური საშუალებები და ნივთები, ერთ სივრცეში გვაქვს თავმოყრილი: ქაღალდის პროდუქცია, ქიმია-ჰიგიენა, საკანცელარიო და საოფისე აღჭურვილობა. შეკვეთის გამარტივებული ფორმით და გამართული მიტანის სერვისით თქვენს სამუშაო პროცესს უფრო კომფორტულს გავხდით.
ბევრი ფილიალი გაქვთ და თითოეულისთვის ცალ-ცალკე გიწევთ ქიმიური, ჰიგიენური, საკანცელარიო და საოფისე ნივთების შეძენა? - ჩვენ საქმეს გაგიმარტივებთ. ყოჩაღების საიტის მეშვეობით, თქვენს მენეჯერებს ცალ-ცალკე და დამოუკიდებლად შეუძლიათ შეკვეთის გაფორმება. შეკვეთების შესახებ ინფორმაცია ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომია. თქვენს ანგარიშზე შექმნილი საჭირო პროდუქტების სიით, რაოდენობრივი თუ თანხობრივი ლიმიტით, შესყიდვები ორგანიზებული და გამჭვირვალეა, პროცესი კი - მარტივი. ყოჩაღები ვზოგავთ თქვენს დროს და სხვა რესურსებს.
"სასტუმრო ბესთ უესთერნ თბილისი" რამდენიმე თვეა თანამშრომლობს „ყოჩაღებთან“, ძალიან კმაყოფილი ვარ ხარისხითა, ასორტიმენტითა და ფასებით.
მოსახერხებელია მათთან კომუნიკაციის ფორმა და მარტივია შეკვეთის გაფორმება, შესაბამისად სწრაფია მიწოდების სერვისიც. კომპანია საჭიროების შემთხვევში კონსულტაციას გვიწევს და გვაძლევს სასარგებლო რჩევებს პროდუქტის გამოყენების შესახებ. ამდენად, კმაყოფილი ვართ როგორც პროდუქტით, ასევე მომსახურებით.
- მარიამ ხაბაზიშვილი
ყოჩაღები - მომმარაგებელი კომპანია მსხვილ, საშუალო და მცირე ბიზნესებს მათთვის საჭირო ჰიგიენური საშუალებებით 2018 წლიდან გულმოდგინედ ამარაგებს.
2018 წლიდან დროულად და სრული სიზუსტით 300 000-ზე მეტი შეკვეთა განვახორციელეთ.
ყოჩაღი მომარაგებით და ხარისხიანი პროდუქციით 200-ზე მეტი კომპანია დავიმეგობრეთ.
როგორ შევუკვეთოთ?
პროდუქციის შესაკვეთად გთხოვთ შეხვიდეთ თქვენს ანგარიშზე, სასურველი პროდუქცია მოათავსოთ კალათაში და მიჰყვეთ შეძენის ინსტრუქციას. თუ თქვენ არ გაქვთ ყოჩაღების ანგარიში გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენს ოპერატორს.
როგორია მიწოდების პირობები?
შეკვეთილ პროდუქტებს თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე მოგაწვდით. თუ თქვენი ბიზნესი რამდენიმე ფილიალს/ლოკაციას მოიცავს, პროდუქტებს სასურველ მისამართებზე მოგიტანთ. მიტანის სერვისი უფასოა.
რამდენ ხანში მოვა შეკვეთა?
შეკვეთას 3 სამუშაო დღეში მიიღებთ.
თუმცა, ჩვენ ისეთი ყოჩაღები ვართ, 3 სამუშაო დღეც არ დაგვჭირდება.
როგორ ხდება ანგარიშსწორება?
შეკვეთის დასრულებისთანავე ინვოისს ელექტრონული შეტყობინებით მიიღებთ. ჩვენთან პროდუქციის შეძენისთვის არ გჭირდებათ თქვენი ბარათის მონაცემების და სხვა პირადი ინფორმაციის გაზიარება.