არტიკული: SNPK-1000
| SOSI-ს ორგანული ნედლეულისგან (100% ცელულოზა) დამზადებული ქაღალდის ხელსახოცი გამოირჩევა ხარისხითა და ეფექტურობით. პროდუქტი შესანიშნავად უმკლავდება სითხეებს, ასუფთავებს ხელებსა და ზედაპირებს საკვების ნარჩენებისგან. ხელსახოცი არ ტოვებს ლაქებსა და კვალს, ადვილად არ იშლება და არ ნაწევრდება მოხმარებისას. | |
| SOSI-ს ხელსახოცი ხარისხიანი პროდუქტის ბიუჯეტური არჩევანია. ეს ხელსახოცი გამოიყენება ოფისებში, ბარ-რესტორნებში, სალონებში, სკოლებში, სხვა კომერციულ სივრცეებში... იქ, სადაც ბევრი ადამიანი იყრის თავს და ჰიგიენური ნორმების დაცვა ყველასთვის პრიორიტეტულია. | |
| თითო შეკვრა 65 ცალ 1-ფენიან ქაღალდს შეიცავს. ქაღალდის ხელსახოცი ანტიალერგიულია, არ იწვევს კანის გაღიზიანებას და გამოშრობას. პროდუქტი არ არის გათვლილი დისპენსერებისთვის. ქაღალდის ზომა საშუალებას გაძლევთ, სურვილისამებრ დაკეცოთ და მოათავსოთ მაგიდის ხელსახოცების ჩასადებში. |
როგორია მიწოდების პირობები?
შეკვეთილ პროდუქტებს თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე მოგაწვდით. თუ თქვენი ბიზნესი რამდენიმე ფილიალს/ლოკაციას მოიცავს, პროდუქტებს სასურველ მისამართებზე მოგიტანთ. მიტანის სერვისი უფასოა.
რამდენ ხანში მოვა შეკვეთა?
შეკვეთას 3 სამუშაო დღეში მიიღებთ.
თუმცა, ჩვენ ისეთი ყოჩაღები ვართ, 3 სამუშაო დღეც არ დაგვჭირდება.
როგორ ხდება ანგარიშსწორება?
შეკვეთის დასრულებისთანავე ინვოისს ელექტრონული შეტყობინებით მიიღებთ. ჩვენთან პროდუქციის შეძენისთვის არ გჭირდებათ თქვენი ბარათის მონაცემების და სხვა პირადი ინფორმაციის გაზიარება.